ახალი ამბები
მკვლელობაში ეჭვმიტანილ ადგურ ხარაზიას "სადეპუტატო" უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა მკვლელობაში ეჭვმიტანილ „დეპუტატს“, ადგურ ხარაზია, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ერთხმად დაუჭირა მხარი, იუწყება „აფსნიპრესი“.

ცნობისთვის, 2024 წლის 19 დეკემბერს, სოხუმში ე.წ. პარლამენტის „დეპუტატებს“ შორის დაპირისპირება „საკომიტეტო მოსმენაზე“ მოხდა, რა დროსაც უკანონო მაინინგის აკრძალვის საკითხს განიხილავდნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ადგურ ხარაზიამ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, შედეგად, ერთ - ერთი „დეპუტატი“ ვახტანგ გოლანძია, მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, მეორე, კან კვარჩია კი დაიჭრა. ხარაზია ადგილიდან მიიმალა, მას ამ დრომდე ეძებენ.


22 დეკემბერს ადგურ ხარაზიას „დეპუტატის“ იმუნიტეტი მოუხსნეს. კოლეგისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევისა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილებას მხარი ე.წ. პარლამენტის 28 - ვე წევრმა დაუჭირა მხარი.

2025 წლის მარტში „უზენაესი სასამართლოს“ მოსამართლეთა კოლეგიამ ასევე დაასკვნა, რომ „დეპუტატ“ ხარაზიას ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ელემენტებს შეიცავდა.

დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა რობერტ კიუტმა 6 მაისს განაცხადა, რომ „ხარაზიას აფხაზეთის ტერიტორია არ დაუტოვებია“ და პოლიცია ბრალდებულებს „ყოველდღიურად“ ეძებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.