27 / თებერვალი 2017
მებონია თიკუნური წარმომავლობის გვარსახელი უნდა იყოს. ბონი მეგრულად ნიშნავს სწორს, გადატანითი მნიშვნელობით მართალს. ამიტომ ის ზედმეტ სახელად სიმართლის დაურიდებლად, პირში მზრახველ, სამართლიანობით გამორჩეულ კაცს ადვილად შეიძლებოდა შერქმეოდა მებონიე, მებონია.