დღეიდან, 7 დეკემბრიდან, აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი ამოქმედდება. შეზღუდვის დრო ორი საათით გაიზარდა და დღე - ღამეში შუქი ექვსი საათით გაითიშება. ინფორმაციას, „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს.
სოხუმში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციიდან დაფინანსება ნოემბრიდან სრულად შეუწყდათ. ამის შესახებ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების მოწინააღმდეგეთა შტაბი “Апсны Хабар”, აფხაზურ ტელეგრამ არხზე წერს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება მორიგ ხრიკს ამზადებს აღნიშნული კანონპროექტის დასამტკიცებლად, რისთვისაც ცდილობს ბიჭვინთის „სქემა“ აამოქმედოს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში რატიფიცირებისთვის შეიტანეს შეთანხმება „რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“.
შვედეთის განვითარების, თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ბენიამინ დუსას განცხადებით, შვედეთი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sweden
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა „ეკონომიკურ საკითხებში სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“ რუსულ - აფხაზური შეთანხმების რატიფიცირებას დაუჭირა მხარი.
სოხუმში აცხადებენ, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ დაფინანსების შეჩერებისა, „საჯარო“ მოსამსახურეებს, სექტემბრის ხელფასს გადაუხდიან. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფატო რესპუბლიკის ე.წ. ფინანსთან მინისტრმა ვალდიმირ დელბამ უთხრა ადგილობრი მედიას.
სოხუმში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მოსკოვმა სოხუმს 141 მილიონი რუბლის (1.6 მილიონი დოლარის) ოდენობის ყოველთვიური დახმარება შეუჩერა. ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ფინანსთა მინისტრმა ვლადიმერ დელბამ განაცხადა. მისი თქმით, "ეს თანხა წლიური დახმარების 1/12-ია."
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ 1 სექტემბრიდან რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.