28 თებერვალს, ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩატარდა ინფორმაციული შეხვედრა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები ესწრებოდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.
ბიტისის (BITISI) ერთ- ერთია იმ ორგანიზაციებს შორის, რომელიც, ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე მუშაობს, რა შესაძლებლობებს აძლევს ეს სივრცე საქართველოს ახალგაზრდებს, მათ შორის ევროკავშირის მხარდაჭერით, ვის შეუძლია პროგრამებში და მათ ფარგლებში განხორციელებულ, სხვადასხვა მიმართულების ღონისძიებებში ჩართვა, - ამის შესახებ საუბრობს, ბიტისის (BITISI) დამფუძნებელი, ლევან ნიპარიშვილი.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ „EU4Youth“ გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც იწვევს ახალგაზრდებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან. რა შესაძლებლობას სთავაზობს პროგრამა ახალგაზრდებს, როგორია პროექტის პირობები და სამიზნე აუდიტორია, რატომაა აუცილებელი მსგავს პროექტებში მონაწილეობის მიღება რადიო ,,ათინათის“ დილის გადაცემაში პროექტის EU4Youth Alumni Network-ის 2025 წლის მონაწილე ნანა თოლორაია საუბრობს.
სოხუმში მიმდინარე მოვლენები, (ანექსიური პროცესები - ბაბუშარის აეროპორტი, ოჩამჩირის პორტი), დანარჩენ საქართველოში არსებული პოლიტიკური ჩიხის და ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის ფონზე; ნდობის აღდგენის პროცესის პერსპექტივები არსებული კრიზისის გათვალისწინებით, უსაფრთხოების ახალი გამოწვევები, ევროკავშირის, როგორც სამშვიდობო პროექტის როლი ქვეყნისა და რეგიონისთვის, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით გაწეული დახმარება, - ამ საკითხებზე საუბრობს „კავკასიური სახლის“ მშვიდობის პროგრამის ხელმძღვანელი , - ვანო აბრამიშვილი.
რა ახასიათებთ დემოკრატიებს, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების მაგალითზე, - კანონის უზენაესობა, ფუნდამენტური სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები და მათი რეალიზებისთვის საჭირო ინსტიტუციური გარანტიები;
2025 წლის 3 იანვარს, უწყვეტი პროტესტის მონაწილეები 37 - ედ შეიკრიბნენ ზუგდიდში. სხვადასხვა თაობის ადამიანები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ.
31 დეკემბერს, 22:00 საათზე, ზუგდიდში მორიგი პროევროპული აქცია გაიმართება. მოქალაქეები ახალ წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან შეხვდებიან.
ზუგდიდში, მოქალაქეების ნაწილის უწყვეტი პროტესტი გრძელდება. დღეს, 23 დეკემბერს, 17:00 საათზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან მორიგი აქცია დაანონსდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
2024 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში უმუშევრობის დონე 2023 წელთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში ვკითხულობთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.