დაჩი ბერაია: რომან გოცირიძეს ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი. „ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ“- გამოფენა ზუგდიდში. ზუგდიდში გურამ ოდიშარიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე შსს-ს ჩხოროწყუს პოლიციის დეტექტივი ა. დ. დააკავა. ზუგდიდის მერია სარეზერვო ფონდიდან 2000 ლარს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლის რეზო ხასიას დაკრძალვის ხარჯებისთვის გამოყოფს. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
თემურ ნადარაია გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის თანაშრომლებს დღეს დაემშვიდობა. დაკავებული ზუგდიდელი სასულიერო პირის ადვოკატის ჯიტა გულუას ინფორმაციით, ბერი გ.ქ. აღიარებითი ჩვენებით პოლიციაში თავად გამოცხადდა. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე ეპარქიაში შემავალ სასულიერო პირებს კორცხელში შეხვდა და მათ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში პარტიის ლიდერებმა განცხადება გააკეთეს. სოხუმში 22 ნომბერს მომხდარი მკვლელობის ფაქტი ამ დრომდე გაუხსნელია. 20 წლის ქართველმა სპორტსმენმა ლუკა შონიამ კიკბოქსინგის ორგანიზაციების მსოფლიო ასოციაციის – WAKO-ს ეგიდით თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
ენმ: „ოცნების“ აქტივისტებს ოფისში სსრკ-ს დილის გამამხნევებელი ვარჯიშის მელოდიით დავხვდებით; სახელმწიფომ შესაძლოა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება გაწყვიტოს; ზუგდიდელი ახალგაზრდა მსახიობები ერევანში გამართული საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ, - ამ და სხვა სიახლეებს ჩვენს საინფორმაციო გამოშვებაში მოისმენთ.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ე.წ.შინაგან საქმეთა მინისტრი გარი არშბა. ზუგდიდში ყინულის სახლის დემონტაჟი მიმდინარე თვეს დაიწყება. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
სენაკში მშვიდობის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი ავტომაგისტრალის შეკეთებას ითხოვს, რუსეთი გალელ სტუდენტებს სამ უმაღლეს სასწავლებელში უფასოდ სწავლას, სტიპენდიასა და უფასო საცხოვრებელს სთავაზობს, გაგრაში მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით
გალის მცხოვრები: საზღვარი ყველასთვის გახსნილია, ზუგდიდში მანქანის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ზუგდიდელმა დეპუტატებმა "ევროპული საქართველოდან" პარლამენტის კომიტეტები დატოვეს - ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მთავარ გამოშვებაში
მერაბ ქვარაია: სიცრუეა ნარატივი, რომ შერეული საარჩევნო სისტემა არადემოკრატიულია, ხობის მაჟორიტარი: პროპორციულ სისტემაზე გადასვლით ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდება,
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.