ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მიგარიის კირქვულ მასივებზე ქართულ-პოლონურ სპელეოლოგიური ექსპედიცია მოეწყო. სპეციალისტებმა მიგარიის მასივზე არსებული მღვიმეები და უფსკრულები შეისწავლეს, ასევე მიკვლიეს ახალ კარსტულ შახტებს და უფსკრულებს.
უკრაინაში, ნიკოლაევის ოლქში პირველ ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა. ერთ მათგანი, ჩხოროწყუელი ტატო ნაჭყებიაა, ხოლო მეორე ზუგდიდის სოფელ ჩხოუშის მკვიდრი ბადრი ჭაჭუა.
ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. მდინარე ოჩხომურის ადიდებისა და ღელეების კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად, დაიტბორა სახნევ - სათესი სავარგულები, ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები.
ჩხოროწყუში, სოფელ ახუთში მდებარე კუხალეიშვილების ოდას, რომელიც 170 წელს ითვლის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, შესაძლოა რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ქალთა საფეხბურთო კლუბები ჩხოროწყუს „სამეგრელო“ და ხობის „კოლხეთი“ 200-200 ლარით დააჯარიმა. კომიტეტმა შესაბამისი გადაწყვეტილება 4 ივნისს მიიღო.
ჩხოროწყუში, 19 წლის ვ.გ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამეგრელოს პოლიციამ 1999 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წალენჯიხასა და ჩხოროწყუში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ჩხოროწყუს და მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1952 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ბ. დააკავეს. მას ბრალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობაში,
{{ARTICLEIMAGE}}ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლების უმეტეს ნაწილში ნაგვის ურნები არ დგას, რის გამოც, წლებია, მოსახლეობა ნარჩენებს მდინარეში ან გზის პირას ყრის.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.