ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 19 051 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 443 ახალი შემთხვევა. აქედან 39 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პაციენტი ოჩამჩირის მკვიდრია
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 143 პაციენტი მკურნალობს, აქიდან მძიმეა 9 ადამიანის მდგომარეობა.
სამთავრობო საიტზე Stopcov.ge გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსზე ბოლო 24 საათში ჩატარებული 16 391 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 388 შემთხვევა.
აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება ჩაუტარდა 229 პირს, მათგან კორონავირუსი 32 ადამიანს დაუდასტურდა. ოპერატიული შტაბის ცნობით, 6 კოვიდცენტრში ჯამში 120 პაციენტი მკურნალობს.
აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზუგდიდში რესტორნების ნაწილმა მუშაობა უამინდობის გამო ვერ განაახლა, ნაწილი გახსნას არ ჩქარობს და რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქებას ელოდება. მთავრობა პანდემიის გათვალისწინებით შეზღუდვების გადახედვას ერთ კვირაში გეგმავს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.