სტატია
რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი შეზღუდვების შემსუბუქება - ზუგდიდის სარესტორნო ბიზნესი პანდემიაში (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდში რესტორნების ნაწილმა მუშაობა უამინდობის გამო ვერ განაახლა, ნაწილი გახსნას არ ჩქარობს და რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქებას ელოდება. მთავრობა პანდემიის გათვალისწინებით შეზღუდვების გადახედვას ერთ კვირაში გეგმავს. მანამდე, ფუნქციონირებას მხოლოდ ღია სივრცის მქონე კვების ობიექტები შეძლებენ.

"ჰუგოს ტავერნა" სტუმრების მისაღებად მზად არის, მაგიდების და სკამების ეზოში გატანას გეგმავს, თუმცა დღეს ეს უამინდობის გამო ვერ შეძლო. ევროპული ტიპის კვების ობიექტის მფლობელმა მანანა ტრენკლემ გვითხრა, რომ რესტორნის სრულყოფილ ფუნქციონირებას, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, ე.წ. კომენდანტის საათიც უშლის ხელს. "ხალხს 6 საათზე უმთავრდება სამსახური, მოვლენ და 1 საათში უნდა ვუთხრა ვიხურები, რადგან მეც ხომ მჭირდება დრო მისალაგებლად. ამასთან, თანამშრომლებიც სახლებში ხომ უნდა წავიდნენ. ამ კვირას თოვლსაც პროგნოზირებენ, სანამ სტუმარს გარეთ კერძს მიუტან გაცივდება, აბა, ასეთი გახსნა...", - ამბობს რესტორნის მეპატრონე.

დღეს სტუმრებისთვის კარი "მენძელში" გაიღო. აქ მომხმარებელს მომსახურებას როგორც აივანზე, ასევე რესტორნის შესასვლელთან მოწყობილ სივრცეში სთავაზობენ. დღეს პირველი სტუმარი დღის მეორე ნახევარში მიიღეს.
"დავიწყეთ მუშაობა, მივიღეთ სტუმრები და ამავდროულად გატანებზეც ვმუშაობთ და ვნახოთ როგორი იქნება ხვალინდელი დღე. ვიცავთ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს. კომენდანტის საათი შემაფერხებელი არის თავისთავად, მაგრამ უკეთესობის იმედიც გვაქვს", - გვეუბნება "მენძელის" მენეჯერი ბათუ აბსავა.

"ჰუგოს ტავერნას" მსგავსად, უამინდობის გამო "დიარონმაც" ვერ მოახერხა მუშაობის განახლება. რესტორნის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ მომდევნო დღეებშიც უხვი ნალექის გამო არ გეგმავენ ღია სივრცეში სტუმრების მიღებას.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მოწყობილი რესტორნის "აქ დადიან" გახსნა ამ დღეებში არ იგეგმება. უფრო ზუსტად, მუშაობის დაწყებას არ აპირებენ სანამ ე.წ. კომენდანტის საათი არ მოიხსნება ან დრო არ გახანგრძლივდება. აქ სტუმრებს ძირითადად ღამის საათებში იღებდნენ და მათთვის შემსუბუქებული რეგულაციები არაფრის მომტანი აღმოჩნდა.

"ნახევრად ღია სივრცე კი არის, მაგრამ არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე ეს არ არის მომგებიანი ჩვენი ბიზნესისთვის, იმიტომ რომ ჩვენ რომ ვიმუშაოთ, გავცეთ ხელფასები, ამასთან გავცეთ საიჯარო თანხა და სხვა ხარჯები დავფაროთ - შეზღუდულ დროში მუშაობა ჩვენი ბიზნესისთვის არის წამგებიანი. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლები არიან სოფლებში მცხოვრებლები, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა დავხუროთ 7 საათზე", - გვითხრა კვების ობიექტის მენეჯერმა იაგო ფასანძემ.

ზუგდიდში მომუშავე რესტორნებისთვის შეზღუდვების შემსუბუქება, სხვადასხვა მიზეზით, ჯერჯერობით ბოლომდე ეფექტური ვერ აღმოჩნდა. ბიზნესი კვლავ პანდემიით მიღებულ ზარალზე ჩივის და მუშაობის სრულყოფილად დასაწყებად რეგულაციების შემსუბუქებას ელოდება. 

"ამ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ 4 თებერვალს, მაშინ როცა ღია სივრცის მქონე რესტორნების მუშაობის განახლება დააანონსა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.