ზუგდიდის საჯარო სკოლებში 1300-მდე პირველკლასელი წავა; გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ხურჩას და ფახულანის მოსახლეობა მძიმე სოციალურ მდგომარეობაშია - სოციალური სამართლიანობის ცენტრი; მესტიაში არქეოლოგიური კვლევის ჩატარება იგეგმება, -ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
კალიას გავრცელების არეალი გაფართოებულია - ნიკოლოზ მესხი; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ბორჯომში, დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ დროისთვის მოხსნილია; დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს მიაღწიოს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
გახარიას პარტია სენაკში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის გაუქმების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს; ახალი არაფერი გვაქვს - შს მინისტრი ბადრი ესებუას ძებნაზე; უკრაინის დაზვერვა - ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში, ახალ ამბებს თინათინ ბუკია გაგაცნობთ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე არ ჰყავს; უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა; იენს სტოლტენბერგი რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორიიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს, -ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
РУСНЯ УЕ...АЙ - წარწერა ზუგდიდის სკეიტ-პარკში; ასლან ბჟანია სოხუმის აეროპორტს ოლეგ დერიპასკას აძლევს; ხობში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე დაშავდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სენაკის არჩევნებთან დაკავშირებით სასამართლომ საია-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა; ანაკლია-განმუხურის ხიდის მოაჯირები დააზიანეს; გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში კიდევ 850 დევნილ ოჯახს ბინებს გადავცემთ - მთავრობა; საია-მ სენაკში შუალედური არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება გაასაჩივრა; რუსებმა ღამით ხარკოვის, სუმის, მიკოლაივის და დონეცკის ოლქები დაბომბეს - უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები ისევ გრძელდება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ხობში საკრებულოს ორი წევრი გიორგი გახარიას პარტიიდან წავიდა - ფრაქცია დაიშალა; სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები პირველ ოქტომბერს გაიმართება; თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტების დასახმარებლად მაშველები ფეხით მიემართებიან - საგანგებო, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო; TI - მაისში შეტანილ პეტიციას ზუგდიდის საკრებულომ მხარი დაუჭირა; სამგზავრო მატარებლები მოძრაობას ხვალიდან განაახლებენ, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
შრომის ინსპექციის სამსახურმა 127 კოვიდკლინიკა შეამოწმა, საიდანაც დარღვევა 90 დაწესებულებაში დადგინდა; ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს; ივლისში საქართველოს 156 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე ეწვია, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.