საახალწლო განათებებისა და დეკორაციების განახლებისთვის სხვადასხვა სახის განათების, სამონტაჟო მასალების და აქსესუარების შესაძენად ზუგდიდის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
ზუგდიდის მერიამ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო კვებით უზრუნველსაყოფად 298 227 ლარი გამოყო. შესაბამისი ტენდერი სამასი ბენეფიციარისთვის ყოველდღიური (11:00სთ-დან 14:00სთ-მდე)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისა და საშობაო ალილოს კოსტუმირებული მსვლელობის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 86 840 ლარია.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუს (რუხის სკოლას დაქვემდებარებულ) და ჩხოროწყუში მდებარე აფხაზეთის N10 საჯარო სკოლების პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის 13 მილიონ 141 ათას 518 ლარი გამოყო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის პროდუქტის დასარიგებლად 53 570 ლარი გამოყო. შესაბამისი ტენდერი მრავალშვილიანი ოჯახების, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანების (ადგილობრივი და დევნილი), მარტოხელა მშობლების, დედ-მამით ობოლი ბავშვების, 100 წელს გადაცილებულებისა და უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარების დასახმარებლად გამოაცხადა.
ქალაქ ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან საახალწლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პროდუქტის დასარიგებლად და სადღესასწაულოდ ქალაქის მოსართავად 384 490 ლარი გამოიყო.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
ძველ სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები ასხვავებენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, საშინაოსგან. ერთმანეთს უპირისპირებენ საქორწილოსა და სამგლოვიარო სამოსელს. დღევანდელ გადაცემაში საუბარია საქორწილო სამოსზე ,,სამოჭყუდო მუკაქუნალზე“. როგორი ნაჭრისგან იკერებოდა,როგორი ფორმის იყო და ასევე ხაზგასმითაა აღწერილი თავსაბურავი რომელიც ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი იყო ქორწილის დღეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.