აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მათ დააკავეს პირი, რომელიც ეჭვმიტანილია „სახელმწიფო ღალატში საქართველოს სასარგებლოდ“. ამავე ცნობით, კახა მურადოვი, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქოება და ასევე „აფხაზური“ პასპორტი, გაგრაში 24 აპრილს აიყვანეს.
ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა საგანგაშოა. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველის ანას ქიშმარიას ე.წ. პარლამენტისთვის 14 მარტს წარდგენილ ანგარიშშია საუბარი.
ამნისტია, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ორ თვეში ამოქმედდება, არ შეეხება საქართველოს მოქალაქეს, ირაკლი ბებუას. ამის შესახებ "ეხო კავკაზას" დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა დაუთ ხუტაბამ განუცხადა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო დადგენილება ამნისტიის შესახებ, რომელიც "ქართულ - აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავისთან დაკავშირებით" გამოცხადდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებით ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძისთვის 5 მაისს უკანონოდ გამოტანილ განაჩენს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უშიშროების სამსახურმა" გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელშიც "კონტრდაზვერვითი ღონისძიებების" შესახებ საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ "საქართველოს სპეცსამსახურები ცდილობენ, აფხაზეთის
"ჯაშუშობის" ბრალდებით გალის რაიონში დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ქრისტინა თაკალანძეს სოხუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობის ვადა ორი თვით გაუხანგრძლივა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ოკუპირებული აფხაზეთისა მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით მიღებას შეძლებს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.