დიდი ბრიტანეთის წარმატებული არტისტი ქართველი და უცხოელი მსმენელის
წინაშე 6 აგვისტოს ცნობილი ჰიტებით და შოუ-კონცერტით წარდგება.
ელექტრონული კლასიკის დედოფლად წოდებული ვანესა მეი კლასიკური მუსიკის
პირველი წარმომადგენელია, რომელმაც "Brit Awards"-ის ნომინაცია მიიღო,
როგორც საუკეთესო ქალმა არტისტმა. მას 1997 წელს მიღებული აქვს
"მსოფლიო მუსიკის ჯილდო".
Black sea arena-ზე ვანესა მეის კონცერტზე დასწრების მსურველებს
ბილეთების შეძენა 18 ივლისის დილის 9:00 საათიდან tkt.ge-ზე
შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები