9 სექტემბერს, 19:00 საათზე კულტურის ცენტრ "ოდიშის" დარბაზში, 6 წლის
ერემია ქეცბაიას დასახმარებლად, რუსთაველის
თეატრი საქველმოქმედო სპექტაკლს "სტუმარ-მასპინძელი" გამართავს.
რეჟისორმა ვალერიან გორგოშიძემ "სტუმარ-მასპინძელი" თანამედროვე
სამყაროში გადმოიტანა და ვაჟა-ფშაველას გმირები ერთ მოქმედებაში
გააცოცხლა.
ამ სპექტაკლში მონაწილეობენ ბაჩო ჩაჩიბაია, ია სუხიტაშვილი, ლევან
ხურცია, მანანა აბრამიშვილი, გოგა გველესიანი, ბაჩო ლეჟავა, ბექა
სონღულაშვილი, ედმონდ მინაშვილი და კახა კუპატაძე.
მასალის გამოყენების პირობები