მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების
დღეს აღნიშნავს. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს
ტაძრებში სადღესასწაულო
წირვა-ლოცვა აღევლინება. საღმრთო ლიტურგიას თბილისში, ქაშუეთის წმინდა
გიორგის სახელობის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე
აღავლენს.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში
ორჯერ აღნიშნავს - 6 მაისს - წმინდანის აღსრულების დღეს და 23
ნოემბერს - ბორბალზე მისი წამების დღეს.
მასალის გამოყენების პირობები