რეგიონი
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის პროგრამა წარადგინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის პროგრამა წარადგინა. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ, ქართველი და უცხოელი მეცნიერების, სპეციალისტების ჩართულობითა და მიღებული გამოცდილების საფუძველზე შემუშავდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო პროგრამა. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის და სამოქმედო პროგრამის მიზანია, მოხდეს აზიური ფაროსანას მართვა, მისი პოპულაციის შემცირება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებისა და მიყენებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანა.

„2018 წლის ჩვენი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს 4 ძირითად მიმართულებას. ეს არის პირველ რიგში კომუნიკაცია და ინფორმირება მოსახლეობის იმისათვის, რომ გამოწვევასთან გამკლავება ერთად შევძლოთ. ჩვენი მიზანია, ეკონომიკური ზარალი სასოფლო-სამეურნეო კულტურებში შევამციროთ. მავნებლის პოპულაცია კონტროლს დავუქვემდებაროთ და საბოლოოდ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, იქ სადაც ფაროსანა გამოჩნდება, არ იყოს წამგებიანი და ფერმერებმა შეინარჩუნონ მომგებიანობა თავიან კულტურებში. ბუნებრივია, ილუზია არავის არ აქვს, რომ ფაროსანას პრობლემა არის ერთი წლის პრობლემა, რომ ის მოგვარდება და აღარ იქნება - ის იქნება სამწუხაროდ, ჩვენი ენტომოფაუნის ნაწილი, ის იარსებებს, მაგრამ ისევე როგორც სხვა ბევრი მწერი და მავნებელი კონტროლში მოვაქციეთ, აზიურ ფაროსანასაც უნდა გავუმკლავდეთ. მეორე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელსაც ჩვენი სტრატეგია ითვალისწინებს არის, მონიტორინგის სისტემის განთავსება მთელ საქართველოში. საუბარია 100 000-ზე მეტი ფერომონის განთავსებაზე. მესამე არის კონტროლის ღონისძიებები, რაც გულისხმობს როგორც სახელმწიფოს, ასევე მოსახლეობის ჩართულობას. მოსახლეობა ერთვება ჩვენს სპეციალისტებთან და საველე თანამშრომლებთან ერთად იმისთვის, რომ ერთობლივი ძალებით შევძლოთ მოსავლის გადარჩენა. ჩვენი სტრატეგიის მეოთხე მნიშვნელოვან მიმართულებას კი წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და პრაქტიკაში გამოცდა როგორც ახალი პრეპერატების, ასევე ახალი საბრძოლო საშუალებების“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ფართომასშტაბიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, 120 ერთეული მაღალი გამავლობის პიკაპი, ავტომანქანებზე დასამონტაჟებელი 70 ერთეული თერმული ნისლის გენერატორი, 50 ერთეული მცირემოცულობიანი სამანქანო შემასხურებელი, 100 000 ფერომონი, 160 000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი, 200 000 ლიტრი ზეთოვანი პირეტროიდული ინსექტიციდია შეძენილი.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.