მომავალი წლიდან მოსწავლეების ტრასპორტირებას თვითმმართველობები უზრუნველყოფენ
საქაერთველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
ინფორმაციით, მომავალი
წლიდან მოსწავლეთა ტრანსპორტირების საკითხს ადგილობრივი
თვითმმართველობები, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი თავად
უზრუნველყოფენ.
შეხვედრაზე, რომელზეც რეგიონული განვითარებისა და განათლების
მინისტრების მოადგილეები დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტბის
მერებს შეხვდნენ, მთავარი განსახილველი თემა სამინისტროებს,
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტებს შორის თებერვალში გაფორმებული
მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების აღსრულება იყო.
„გაიმართა სამუშაო შეხვედრა და საშუალება მოგვეცა დაგვენახა რამდენად
მზად არიან მუნიციპალიტეტები, რომ ერთი კონკრეტული ფუნქცია - სკოლების
სატრანსპორტო მომსახურება თვითმმართველობებში გადავიდეს. გამოჩნდა
სირთულეები, პრობლემები, რაც ახლავს ამ საკითხს და დავინახეთ, სადაა
საჭირო ჩვენი დახმარება“, - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დეცენტრალიზაცია ევროინტეგრაციის პროცესის
განუყოფელი ნაწილია, რომელიც თვითმმართველობებისთვის მეტი
შესაძლებლობებისა და ფინანსების გადაცემას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები