საოლქო კომისია: ზუგდიდში ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა
ზუგდიუდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი 7 საათზე გაიხსნა. კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თქმით, უბნები 8 საათზე ამომრჩევლის
მისაღებად მზად იყო.
"ამ დრომდე არანაირ დარღვევებს ადგილი არ ქონია. საარჩევნო პროცედურები კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს. ამ დროისთვის გვაქვს 14 უბნის მონაცემები და აქ პირველი ამომრჩეველი უკვე დაფიქსირდა", - აღნიშნა მესხმა.
ზუგდიდში არჩევნებს საერთაშორისო და თბილისში დარეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ადგილობრივი ორგანიზაცია "ქალთა მშვიდობისა და სამართლიანობისთვის" დააკვირდება.
სულ 67-ე საარჩევნო ოლქში 107 უბანია, ზუგდიდში დღეს ხმის მიცემას 120 616 დარეგისტრირებული ამომრჩეველი შეძლებს.
მასალის გამოყენების პირობები