თბილისში ფერმერთა რიგით მეორე კონგრესი გაიმართა (ვიდეო)
13:50 / 24.06.2019
არასამთავრობო ორგანიზაციების „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება“ და ჩეხური „ფიფლ ინ ნიიდის“ ორგანიზებით თბილისში ფერმერთა კონგრესი გაიმართა.
მცირე ფერმერებისთვის ადგილობრივი საბაზრო კავშირების გაძლიერებაზე, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ფერმერებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა ერთად იმსჯელეს.
შეხვედრაზე, რომელიც თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესაუბრათ პრობლემებზე და მიეღოთ პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე. მეწარმეთა უმეტესობამ აღნიშნა, რომ ადგილობრივ ბაზარზე თავის დამკვიდრება არ უჭირთ, თუმცა, ხშირ შემთვევაში, კერძო სექტორი მიწოდებული პროდუქციის ანაზღაურებას ან აგვიანებს, ან საერთოდ არ იხდის.
„პროდუქციას ვაწარმოებთ სუფთა და ნატურალური რძისგან. საკმაო რაოდენობით, არც გვრჩება, საბედნიეროდ, ქართველმა მომხმარებელმა უკვე გაიგო გემო ნატურალური პროდუქტის, მაგრამ პრობლემა გვაქვს უკუგების. იმ ობიექტებიდან თანხა არ შემოდის ვისაც ჩვენგან პროდუქცია მიაქვს ან გვიან რიცხავენ და ნახევარს. მე აღვნიშნე კიდევაც შეხვედრაზე და იმედი მაქვს, რომ გაითვალისწინებენ“, - ამბობს ნატურალური რძის პროდუქტების მწარმოებელი შპს "წინწყარო +“ ს დამფუძნებელი მერაბ ძირკვაძე.
ჰიპერმარკეტების ქსელის „გუდვილის“ წარმომადგენლის ბექა პეტრიაშვილის თქმით, გადახდის პრობლემა არსებობს, თუმცა მისი ცალსახად განხილვა არა არის სამართლიანი.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ ფერმერებს იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებსაც მთავრობა მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს. მიშელაძის თქმით, 2018 წელს დაიწყო სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივებში სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამა. მისი თქმით, პროგრამა რძის გადამამუშავებელ საწარმოებში HACCP-ის სისტემის დანერგვისა და მისი ბრენდირების კომპონენტს მოიცავს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამების საშუალებით, სახელმწიფო ფერმერებს სხვადასხვა პროდუქტის წარმოებასა და მის დახლამდე მიტანაში ეხმარება.
შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა „ბრიჯ- ინოვაცია და განვითარების“ ბორდის წევრმა ქეთი გეთიაშვილმა აღნიშნა, ეს არის ფერმერთა რიგით მეორე შეხვედრა, რომლის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს დიალოგს ფერმერებს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის, რაც საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიიდის“ პროექტის მენეჯერის ნანა ფერაძის ინფორმაციით, კონგრესის დღევანდელი თემა საქართველოს შვიდ რეგიონში ჩატარებული კვლევის შედეგად შეირჩა. მისი თქმით, სწორედ მეწარმეების მოთხოვნა იყო ადგილობრივი ბაზრის და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა. „ფიფლ ინ ნიიდის“ წარმომადგენელმა ანდრეი ნადვორნიკმა ისაუბრა, აღნიშნული პროექტის მიზნებზე და შესაძლებლობებზე, რომელიც ევროკავშირი აძლევს ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს. მან ხაზი გაუსვა, ამ თვალსაზრისით, სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მნიშვნელობას.
„ჩვენი მიზანია ვუჩვენოთ ხალხს, ამ მთლიან ჯაჭვში, თუ როგორ შეუძლიათ ითანამშრომლონ ისე, რომ ყველა მოგებული დარჩეს, რაც სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა მან.
პროექტს - „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“, ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიიდ“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს 7 რეგიონში ახორციელებს. პროექტის პარტნიორები არიან სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი და ასოციაცია „ათინათი“. სოფლის მეურნეობისა და სამხარეო განვითარების ქართული ალიანსი კი მხარს უჭერს პროექტის ფარგლებში სამოქალაქო ინტერესების დაცვის ძალისხმევას.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები