ფერმერები მიწის დასამუშავებლად 1ჰა-ზე 300 ლარის სუბსიდიას მიიღებენ
საქართველოს მთავრობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერები მიწის დასამუშავებლად სუბსიდიას მიიღებენ.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„სასოფლიო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება ერთ ჰექტარზე 300 ლარით, ანუ სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25 ჰექტრამდე მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები. ბენეფიციარს ეს სუბსიდია/ დახმარება დაერიცხება სპეციალურ აგრო-ბარათზე ქულების სახით. მისი გამოყენება შეეძლებათ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესასყიდლად.
ეს შეეხება დაახლოებით 300 ათასამდე ფერმერს. ვფიქრობთ, რომ ეს დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, პროგრამის ბიუჯეტი 35 მილიონი ლარია.
მასალის გამოყენების პირობები