2017 წელს აშშ საქართველოს დახმარების სახით 63 მილიონ დოლარს
გამოუყოფს.
“Euronews.ge”აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საბიუჯეტო დოკუმენტებზე
დაყრდნობით წერს, რომ აღნიშნული თანხა "საქართველოს დემოკრატიზაციას,
ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და რუსული
აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევას" დაეხმარება.
გამოცემის ცნობით, მრავალმილიონიანი დახმარება მიმართული იქნება
"ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების
გაფართოებისკენ რუსული გავლენისკენ მიდრეკილი მოსახლეობისთვის". თუმცა
თანხის უმეტესი ნაწილი სამოქალაქო პროგრამებისთვისაა განკუთვნილი.
2017 წელს საქართველოსთვის გათვალისწინებული სამხედრო დახმარების
მოცულობა კი არსებული 30-დან 20 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდება.
"ეს თანხა განკუთვნილია "საქართველოს შეიარაღებული ძალების
ხელშესაწყობად, რომლებიც შეძლებენ უსაფრთხოების გაძლიერებას, რუსული
აგრესიისთვის წინააღმდეგობისგაწევასა და კოალიციის ოპერაციებში
კონტრიბუციას. ის ასევე გათვალისწინებულია მხარდაჭერა ისეთ სფეროებში,
როგორიცაა საქართველოს სატრანსპორტო ვერტმფრენების ავიაციის
შესაძლებლობების განახლება, თავდაცვის რეფორმა და საქართველოს
სამხედრო ინსტიტუტების მოდერნიზება", - წერს “Euronews.ge”.
მასალის გამოყენების პირობები