თინა ხიდაშელი სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ
განახორციელებს.
შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი
მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა. მისი განმარტებით, დღეიდან ჯარში
სავალდებულო გაწვევა გაუქმებულია.
”მე დავდე პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რათა 2017 წლიდან ჯარში
გაწვევა აღარ არსებობდეს. ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო
თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარება, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა
შეირაღებულ ძალებში, ეს არ გამოვიდა. თუმცა, ვიპოვეთ სხვა ფორმა,
რომლითაც თავდაცვის მინისტრს შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება
ცალხმრივად და ერთპიროვნულად მივიღო. დღეიდან მოყოლებული, თავდაცვის
სამინისტრო ოფიციალურად აღარ განახორციელებს გაწვევას და მოთხოვანს,
წვევამდელების გაწვევაზე. ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება
შეირაღებულ ძალებს'', - განაცხადა ხიდაშელმა.
თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში
გაწვევას სხვა უწყებებიც ახორციელებენ, თავდაცვის მინისტრის ბრძანება
მათ არ ეხებათ.
მასალის გამოყენების პირობები