საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი ზუგდიდის
ცენტრალურ ბულვარში ადგილობრივებს შეხვდა.
მან მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო. შაშაიშვილის
თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში სამეგრელოში პოლიტიკური ტყუილი
დასრულდება.
" მე ამ ლოზუნგით მივმართე სამეგრელოს მოსახლეობას-ერთად გავიმარჯვოთ
საქარათველოსთვის.ჩემი ღალატი არ იქნება. უნდა დამთავრდეს ქვეყანაში
ქუჩის პოლიტიკა და მატყუარა პოლიტიკოსების დროც. ჩვენ მოვდივართ
შიშველი ხელებით, არავითარი შტაბები მე არ მექნება. ხალხმა უნდა
იცოდეს, რაც მეტი ფული დაიხარჯება არჩევნებში მით უფრო მეტი კორუფცია
იქნება", - აღნიშნა შანშიაშვილმა.
კანდიდატის ინფორმაციით, მას ცესკოში დასარეგიტრირებლად 30 0000-მდე
ხელმოწერა უკვე აქვს.
მასალის გამოყენების პირობები