ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პროკურატურა შევიდა.
ინფორმაციას მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ჟურნალისტებთან საუბარში
ადასტურებს.
მისი თქმით, გამოძიება აუდიტის დასკვნის საფუძველზე დაიწყო.
“არსებობდა გარკვეული დანაშაულის ნიშნები. ეს უნდა გადაამოწმოს
გამოძიებამ”, – აცხადებს შოთაძე.
ცესკოში არსებულ ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით აუდიტის
სპეციალური დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც საუბარი იყო გრანტების
გაცემასა და სხვა ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებულ
დარღვევებზე.
მასალის გამოყენების პირობები