ზუგდიდის რაიონის სოფელ კოლხიდაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია.
როგორც რადიო "ათინათს" შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, 60 წლის
ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული პირი სამეგრელო-ზემო სვანეთის
სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.
იმავე ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც
განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამასთან, "ათინათის" ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე
მოხდა, თუმცა სამინისტროში რადიოსთან შემთხვევის დეტალებზე ჯერჯერობით
არ საუბრობენ.
მასალის გამოყენების პირობები