ფოთის მთავარი პროკურორის ალექსანდრე გოგუაძის მანქანა უცნობმა
პირებმა დაცხრილეს.
შემთხვევის დროს ის ავტომობილში იმყოფებოდა, თუმცა გადარჩა. მას
დაზიანებები არ აღენიშნება.
შემთხვევა, ქალაქ ფოთში დაახლოებით, 1 საათის წინ მოხდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მომხდარი გოგუაძის ერთ-ერთ საგამოძიებო
საქმეს უკავშირდება.
თავადასხმის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
მასალის გამოყენების პირობები