თბილისის პროკურორი: „საზოგადოება დარწმუნდება იმ რეალობაში, რაც მოხდა“
თბილისის მთავარი პროკურორის მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით,
პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის
მოტივთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.
ამის შესახებ პროკურორმა ზუგდიდში, ქირიების ოჯახში მისასამძიმრებლად
მისვლის შემდეგ განაცხადა.
„ამ ეტაპზე მოტივზეც ვმუშაობთ, დამატებით დეტალებზეც. ცოტა ხანი უნდა
გვაცალოთ, ყველაფერი მონახავს თავის ადგილს და საზოგადოება
დარწმუნდება იმ რეალობაში, რაც მოხდა. სავარაუდო მოტივზე რამოდენიმე
მიმართულებით ვმუშოაბთ და მე ვფიქრობ, საბოლოო ჯამში აუცილებლად
გამოიკვეთება. სამსახურებრივს უკავშირდება თუ არა, მაგაზეც ვმუშაობთ,
არასამსახურებრივზეც, ყველანაირ ვერსიაზე“, - განაცხადა
შაყულაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები