კანონიერი ქურდის „ლავას ოღლის“ საქართველოში დეპორტაციის პროცესი მიმდინარეობს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოლდოვაში დაკავებული ე.წ.
კანონიერი ქურდის მინდია გორაძისთვის,
მეტსახელად "ლავას ოღლისთვის" ბრალის წარდგენას გეგმავს.
როგორც შსს-ის განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარეობს მისი
საქართველოში დეპორტაციის პროცესი.
„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და
მეორე ნაწილებით, სსკ-ს 18-179-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ს 151-ე
მუხლით მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, გამოძიების მიერ აღნიშნულ
საქმეებზე მოპოვებულია დამატებითი მტკიცებულებები, რომელთა
საფუძველზეც მხილებულ იქნა ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გ.,
მეტსახელად „ლავას ოღლი“. შედეგად გამოძიება შევიდა დასკვნით ფაზაში
და უახლოეს მომავალში მინდია გ-ს წარედგინება ბრალი“, - ნათქვამია
შსს-ს განცხადებაში.
მინდია გორაძე 2015 წლის დეკემბერში მოლდოვის რესპუბლიკაში დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები