ავტოსაგზაო შემთხვევას წალენჯიხაში 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5
ადამიანის სიცოცხლე
ემსხვერპლა.
როგორც რადიო "ათინათს" ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოდან
აცნობეს, დაშავებულია ასევე 6 ადამიანი, რომელთაგან 2 თბილისისა და
ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, დანარჩენ 4-ს კი სასწრაფო
ოპერაცია ჩაუტარდა ზუგდიდის ჰოსპიტალში.
ავარიის ზუსტი მიზეზები უცნობია.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარებს, რაც
ტრანსპორტის უსაფრთხოების ზომების დარღვევას გულისხობს, რამაც 2-ზე
მეტი ადამანის გარდაცვალება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები