შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი
იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის
ბრალდებით სენაკში ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი
სახლის ჩხრეკისას, „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი
იარაღი, 1 მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს
ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით
მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები