"საქართველოს ხმის" დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას ავტოფარეხში
სამართალდამცველებმა ძვალი იპოვეს.
ნივთმტკიცება ექსპერტიზაზე უკვე გადაიგზავნა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, კუჭავას ავტოფარეხში
დამატებითი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო,
რაც ავტოფარეხში გეო-რადარმა ბეტონის საფარის ქვეშ ანომალიური ნივთის
არსებობა დააფიქსირა.
კუჭავას ქვრივი მარინა ნიკოლოზაშვილი ფაქტს სასაცილოს უწოდებს.
„რაღაც ძვალი იპოვეს და ის ამოიღეს. სხვა ვერაფერი ვერ ნახეს. დალუქეს
და წაიღეს. ძალიან სასაცილოა. მიწაში იპოვეს, სადაც ქვები იყო,
ნაგავი", - განაცხადა მარინა ნიკოლოზაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები