ზუგდიდში, სოფელ ურთაში დაკარგული მამაკაცების ახლობლებმა და ოჯახის
წევრებმა პოლიციის სამმართველოსთან გზა
გადაკეტეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიციას ოჯახისთვის საქმის
ვითარების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია.
მათი თქმით, ფაქტი შესაძლოა, წარსულში მომხდარ ყაჩაღობას უკავშირდება
და მამაკაცები შურისძიების მიზნით გაიტაცეს.
"სამი წლის წინ დაგვაყაჩაღეს, ეს ადამიანები დააკავეს, თუმცა გავიგეთ,
რომ ხუთი თვის წინ ციხიდან გაუშვიათ. ამასთან, ორი თვის წინ ჩვენი
სახლი დაცხრილეს, ესეც გვაძლევს ეჭვის საფუძველს, რომ შეიძლება,
მომხდარი იმ ამბავს უკავშირდებოდეს", - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის
ნათესავი.
აქცია პოლიციის მოთხოვნის შემდეგ დაიშალა.
ამასთან, გვაინ ღამემდე მიმდინარეობდა ოჯახის წევრების დაკითხვა.
მასალის გამოყენების პირობები