სამართალი
რითი ხსნიან შიდა საკადრო ცვლილებებს პროკურატურაში
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა.

უწყების ინფორმაციით, საკადრო გადაადგილებების შედეგად ძირითადად ცვლილებები საოლქო და რაიონული პროკურატურების ხელმძღვანელებს შეეხო. კონკრეტულად კი შეიცვალა რამდენიმე ოლქის და რაიონული პროკურორი და მოადგილეები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ლევან პაქსაშვილი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად ლევან გეგეჭკორი, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად ილია ჯალაღანია დაინიშნა.

რაც შეეხება თბილისის პროკურატურას და სხვა რაიონულ პროკურატურებს, შიდა საკადრო გადაადგილებების შედეგად თბილისის პროკურორის მოადგილედ-საგამოძიებო ნაწილის უფროსად მერაბ ჯერანაშვილი, ექვსი პირი სხვადასხვა რაიონულ პროკურორად, ხოლო ორი რაიონული პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.

საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავარ პროკურატურასაც შეეხო. გადაადგილებები განხორციელდა რამდენიმე დეპარტამენტში, კერძოდ კი შეიცვალნენ უფროსები და მოადგილები.

ამასთან, პროკურატურის უწყებაში შიდა საკადრო გადაადგილების ფარგლებში, საქართველოს მთავარი პროკურორის ინიციატივით შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა სხდომაზე ოთხი რიგითი პროკურორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების საკითხზე იმსჯელეს და მთავარ პროკურორს დადებითი რეკომენდაციები წარუდგინეს, რის შემდეგაც მთავარი პროკურორის ბრძანებით აღნიშნული პირები დააწინაურდნენ და სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნენ.

საერთო ჯამში სხვადასხვა თანამდებობებაზე ოცდაათი პირი დაინიშნა.

ყველა განხორციელებული ცვლილება პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.