რა შედეგით დასრულდა 2 დღიანი საპოლიციო კონტროლი რეგიონებში (ვიდეო)
14:44 / 22.02.2016
საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო კონტროლის შედეგად
დაკავებულია 3 ძებნილი და
ქვეყანაში არალეგალურად მყოფი რუსეთის ერთი მოქალაქე.
შსს-ის ინფორმაციით, გამოვლენილია სისხლის სამართლის დანაშაულის 101
ფაქტი, მათ შორის:
1.ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების
(სსკ-ის 236-ე მუხლი) 20 ფაქტი;
2.ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლი) 15
ფაქტი;
3.ნარკოტიკების განმეორებით უკანონო მოხმარების (სსკ-ის 273-ე მუხლი)
24 ფაქტი;
4.ქურდობის (სსკ-ის 177-ე მუხლი) 28 ფაქტი;
სამართალდამცველებმა გამოავლინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
769 ფაქტი, მათ შორის:
1.ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) 71 ფაქტი;
2. წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) 7 ფაქტი;
3.დაუმორჩილებლობა/წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე
მუხლები) 38 ფაქტი;
4.ცივი იარაღის ტარების (ასკ-ის 181-ე პრიმა მუხლი) 34 ფაქტი;
5.საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის სმის (ასკ-ის 171-ე მუხლი) 30
ფაქტი;
სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის 589 ფაქტი.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 4 ავტომატი,
1 შაშხანა, გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 პისტოლეტი, 57 ხელყუმბარა, 4
კაფსულ-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 732 ვაზნა ამოიღეს. ასევე,
ამოღებულია 73 აბი „სუბუტექსი“, 1 შეკვრა „ბუპრენორფინი“, 5 შეკვრა
„ბიო“, 6 აბი და აბის ნატეხი „სუბოქსინი“, 3 გრამი ჰეროინი, 2 შეკვრა
მარიხუანა და 1 შეკვრა მცენარეული მასა.
შედეგად, სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულ იქნა 37 პირი,
მათ შორის: 11 პირი - სსკ-ის 260-ე მუხლით, 7 პირი – სსკ-ის 236-ე
მუხლით, 14 პირი – სსკ-ის 177-ე მუხლით, 2 პირი - სსკ-ის 273-ე
მუხლით, 2 პირი - სსკ-ის 353-ე მუხლით და 1 პირი - სსკ-ის 117-ე
მუხლით.
ასევე გამოვლინდა სისხლის სამართლის 101 და ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა 769 ფაქტი. მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ნარკოტიკების უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარების, ქურდობის, წვრილმანი ხულიგნობის და ცივი
იარაღის ტარების ფაქტი.
ასევე ამოღებულია 4 ავტომატი, გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 პისტოლეტი
და სხვადასხვა საბრძოლო მასალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მიერ, 2016 წლის 18-19 თებერვალს განხორციელებული საპოლიციო კონტროლის შედეგად, დაკავებულ იქნა 3 ძებნილი პირი და ქვეყანაში არალეგალურად მყოფი, რუსეთის ფედერაციის 1 მოქალაქე.გამოვლენილია სისხლის სამართლის დანაშაულის 101 ფაქტი, მათ შორის:1.ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) 20 ფაქტი;2.ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლი) 15 ფაქტი;3.ნარკოტიკების განმეორებით უკანონო მოხმარების (სსკ-ის 273-ე მუხლი) 24 ფაქტი;4.ქურდობის (სსკ-ის 177-ე მუხლი) 28 ფაქტი;სამართალდამცველებმა გამოავლინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი, მათ შორის:1.ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) 71 ფაქტი;2. წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) 7 ფაქტი;3.დაუმორჩილებლობა/წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) 38 ფაქტი;4.ცივი იარაღის ტარების (ასკ-ის 181-ე პრიმა მუხლი) 34 ფაქტი;5.საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის სმის (ასკ-ის 171-ე მუხლი) 30 ფაქტი;სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის 589 ფაქტი.სამართალდამცველებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 4 ავტომატი, 1 შაშხანა, გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 პისტოლეტი, 57 ხელყუმბარა, 4 კაფსულ-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 732 ვაზნა ამოიღეს. ასევე, ამოღებულია 73 აბი „სუბუტექსი“, 1 შეკვრა „ბუპრენორფინი“, 5 შეკვრა „ბიო“, 6 აბი და აბის ნატეხი „სუბოქსინი“, 3 გრამი ჰეროინი, 2 შეკვრა მარიხუანა და 1 შეკვრა მცენარეული მასა.შედეგად, სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულ იქნა 37 პირი, მათ შორის: 11 პირი - სსკ-ის 260-ე მუხლით, 7 პირი – სსკ-ის 236-ე მუხლით, 14 პირი – სსკ-ის 177-ე მუხლით, 2 პირი - სსკ-ის 273-ე მუხლით, 2 პირი - სსკ-ის 353-ე მუხლით და 1 პირი - სსკ-ის 117-ე მუხლით.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები