მოსამართლეთა ტესტების საქმეზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
მთავარმა პროკურატურამ უწყების საგამოძიებო ნაწილში იუსტიციის
უმაღლესი საბჭოდან გადაგზავნილი მასალების
საფუძველზემო სამართლეთა ტესტებთან დაკავშირებით გამოძიება
დაიწყო.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია,
"დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის
332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის
ნიშნებით".
"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პროკურატურაში გადმოგზავნილი დასკვნა
შეეხება საჯარო მოხელეთა მხრიდან 2015 წლის 21-28 ნოემბერს ჩატარებული
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის განკუთვნილი საგამოცდო
ტესტებისა და კაზუსების კონფიდენციალურობის სავარაუდო დარღვევის
ფაქტს", - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები