ალექსი პეტრიაშვილზე თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი დაკავებულია (ვიდეო)
18:14 / 07.03.2016
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, "თავისუფალი დემოკრატების:
ერთ-ერთ ლიდერზე ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის
ფაქტზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით
ბორჯომში
1975 წელს დაბადებული ლევან მ. დააკავეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა,
თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 26 თებერვალს თბილისში,
საბურთალოზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე
არსებულ ძმათა სასაფლაოზე ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა
განახორციელა. ლევან მ-მ, თანამზრახველთან ერთად, ალექსი პეტრიაშვილს
თავის არეში ჩაქუჩით დაზიანებები, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან
გასროლით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყა.
თავდამსხმელები მიიმალნენ. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილთან
ახლოს დანაშაულის ჩადენის იარაღი – ჩაქუჩი და ბრალდებულის ქუდი
ნივთმტკიცებად ამოიღეს.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქუდის შიდა ზედაპირიდან აღებული და
დანაშაულის ჩადენის იარაღის – ჩაქუჩის ტარზე არსებული გენეტიკური
პროფილების დნმ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ისინი ლევან მ-ს
გენეტიკური პროფილის იდენტურია. ასევე, ჩაქუჩზე არსებული ადამიანის
სისხლის გენეტიკური პროფილის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ იგი
ალექსი პეტრიაშვილის გენეტიკური პროფილის იდენტურია.
ლევან მ-ს თანამზრახველის დასაკავებლად ოპერატიულ-საგამოძიებო
ღონისძიებები მიმდინარეობს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს
(საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით).
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions settings, opens captions settings dialog
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Captions Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია, იმ კონკრეტული წერილების შესახებ, რომლებიც წარმოაჩენს თუ რამდენი ძალა, ენერგია და შრომა დასჭირდა აკაკი ჭანტურიას სასახლეებში დაცული ექსპონატებისთვის ერთად მოეყარა თავი.
ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან პოლიციელებმა ძალის გამოყენებით დაშალეს იქ მშვიდობიანად მდგომი მოქალაქეები, რა დროსაც, ერთ- ერთი მათგანი წააქციეს და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ არჩილ თოდუა წერს, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა.
ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან მყოფ მოქალაქეებთან პოლიცია მივიდა და იქ შეკრებილების დაშლა დაიწყო, იმ მიზეზით, რომ სასულიერო პირებს დაღუპულთა სულის მოსახსენიებლი პარაკლისი უნდა გადაეხადათ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები