ზუგდიდში "თავისუფალი ზონის" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააკავეს
წუხელ გვიან ღამით ზუგდიდში "თავისუფალი ზონის" ადგილობრივი
ორგანიზაციის ხელმძღვანელი,
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით აბულაძე დაკავეს.
როგორც რადიო "ათინათს" პარტიის
წარმომადგენელმა ანა წითლიძემ განუმარტა, აბულაძის თანაგუნდელები
რამდენიმე საათია საპატრულო პოლიციის შენობასთან იმყოფებიან, სადაც
აბულაძე შეიყვანეს.
"7 საათია, დაკავებულია, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან აიყვანეს,
თითქოსდა, გადამოწმების მიზნით. არ ვიცით სადააა, ცოტა ხნის წინ
გვითხრეს აქ გვყავსო, ახლა კი გვეუბნებიან, გავუშვითო. წარმოდგენა არ
გვაქვს სადაა, - განმარტა წითლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები