ინტერპოლმა დათა ახალაიას წითელი ცირკულარით ძებნა შეწყვიტა.
პატიმრობამისჯილი ყოფილი მაღალჩინოსანი
ინტერპოლის ვებგვერდზე ძებნილთა ჩამონათვალში აღარ გვხვდება.
ახალაიას ძმის ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის მტკიცებით,
დათა ახალაიაზე ძებნა იმ მოტივით შეწყდა, რომ მის მიმართ პოლიტიკური
დევნა მიმდინარეობს.
დათა ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი
უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო და 2014 წეს 3 წლით და 9
თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ახალაიას ბრალი ედება სანდრო გირგვლიანის საქმეზე სიცოცხლისათვის
საშიში ძალადობის გამოყენებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის,
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი
უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის
ჩადენისთვისაც, ასევე, მოქალაქეების – ვამეხ აბულაშვილისა და კახა
დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მათ მიმართ
დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 143-ე, 144 3-ე, 332-ე, 333-ე და 341-ე მუხლებით.
დათა ახალაიას ბრალი აქვს წარდგენილი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის
საქმეზეც.
ახალაია პასუხისგებაშია მიცემული წამებისა და თავისუფლების უკანონო
აღკვეთის კიდევ ერთ საქმეზე.
მასალის გამოყენების პირობები