პროკურატურა: „პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საქართველოდან არ ატვირთულა“
ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების
შესახებ მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.
პრესკონფერენცია მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ გამართა.
მისი განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ატვირთვა
საქართველოდან არ განხორციელებულა. როგორც მან აღნიშნა, საქმის
სირთულიდან გამომდინარე უწყებამ დახმარებისთვის აშშ-ის ფედერალურ
ბიუროს მიმართა.
„ამოღებულია სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი 160 ერთეული CD და DVD
დისკი, 26 კომპიუტერი, 37 მობილური ტელეფონი, 86 სიმბარათი, 53
მეხსიერების ბარათი, 5 ერთეული გარე მეხსიერების მყარი დისკი", -
განაცხადა მამუკა ვასაძემ.
მასალის გამოყენების პირობები