კადრების გავრცელების საქმეზე კუდ-ის ხუთი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს
ფარული ვიდეოკადრების საქმეზე ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი,
რომან ზაალიშვილი, ირაკლი ყიფშიძე და ზურაბ პავლიაშვილი დააკავეს.
გიგლა შიოშვილი გამოძიებას მიემალა. გივი კაციტაძეს კი ბრალდება
დაუსწრებლად წარედგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულები ახორციელებდნენ თვალთვალს
ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე და ამ მიზნით ამონტაჟებდნენ ჩამწერ
საშუალებებს ბინებსა და სასტუმროებში.
"აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.საქართველოს პროკურატურა
აქტიურად განაგრძობს გამოძიებას პირადი ცხოვრების ამსახველი
ვიდეოჩანაწერების მოპოვება-გავრცელების ფაქტზე. გამოძიების შედეგების
შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, - ნათქვამია პროკურატურის
განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები