ადვოკატი: ქარდავას გენერალ დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდება წაუყენეს
საქართველოს პროკურატურამ მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის
მკვლელობის შეკვეთის ბრალდება წაუყენა.
ინფორმაციას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ავრცელებს. მისი თქმით,
საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, თუმცა როგორც ბრალის დადგენილებაშია
ნათქვამი, მეგის ქარდავამ რომან დუმბაძის მკვლელობა იმ მოტივით
შეუკვეთა, რომ ის არის საქართველოს მოღალატე. გადამდგარი გენერალი
რომან დუმბაძე 2012 წლის 21 მაისს მოსკოვში მოკლეს. კილერმა მას
თავისა და მუცლის არეში 7 ტყვია ესროლა.
ველიჯანაშვილის განცხადებით, ასევე მიმდინარეობს ძიება გენერალ
მორისოვის მკვლელობის შეკვეთის საქმესთან დაკავშირებითაც. ადვოკატის
თქმით,"ამ საქმით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს
პროკურატურა რუსულ დაკვეთებს ასრულებს და რუსეთიდან გადაგზავნილ
მასალებზე დაყრდნობით აწარმოებს ძიებას".
მისივე განმარტებით, მეგის ქარდავასთვის ბრალის წაყენების შემდეგ,
მისი რომელიმე ქვეყანაში დაკავების შემთხვევაში, რუსეთს უჩნდება
შესაძლებობა, მეგის ქარდავას ექსტრადირება მოითხოვოს.
მასალის გამოყენების პირობები