„ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ პროკურატურას სოფელ კორცხელში გუშინ
მომხდარი დაპირისპირების გამოძიების
დაწყების მოთხოვნით მიმართავს. შესაბამისი განცხადება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თინა ბოკუჩავამ და ირაკლი
აბესაძემ შეიტანეს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, სარჩელში მოძალადეები
იდენტიფიცირებულები არიან.
„ჩვენ შევიტანეთ სარჩელი კონკრეტული სახელებით და გვარებით.
ჩვენ მოვითხოვთ დროულ და ეფექტურ გამოძიებას. მთავარი არის ის,
რომ კორცხელის მოსახლეობამ ბიძინა ივანიშვილს უთხრა, რომ ვერანაირი
ბანდიტები მათ ვერ დააშინებენ“, - განაცხადა მან.
ირაკლი აბესაძის თქმით კი, შს სამინისტროს დაწყებული აქვს გამოძიება
მსუბუქი მუხლით, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს
პროკურატურას გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის შესაბამისი
მუხლებით.
"ეს არის პოლიტიკურ თანამდებობების პირებზე თავდასხმა, ხულიგნობა,
ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანება," - განაცხადა აბესაძემ.
მასალის გამოყენების პირობები