2016 წლის 22 მაისს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო
საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, ზუგდიდის რაიონის
სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის
ფაქტზე.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2016 წლის
24 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით გამოცხადდა
ინცინდენტში მონაწილე 6 პირი, რომლებიც მოწმის სახით გამოიკითხნენ.
გამოძიების მსვლელობისას, ასევე დაიკითხა ინციდენტის მონაწილე მეორე
მხარეც. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ფიზიო-ტექნიკური
ექსპერტიზები.
"ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2016 წლის 1 ივნისს, ინციდენტში
მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს
და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის
მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა
საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით"-
ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები