ზუგდიდში,5 ივლისს გვიან ღამით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთ
რესტორანში სპორტსმენი მანუჩარ ძ. დანით დაჭრეს.
მას ოპერაცია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ექიმების
თქმით,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო
"ათინათს" მომხდარი ფაქტი დაუდასტურეს.
"აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლით,რაც სხეულის განზრახ
მძიმე დაზიანებას გულისხმობს".
მასალის გამოყენების პირობები