ტერაქტის საქმეზე ერთ-ერთმა დაკავებულმა პირმა შიმშილობა დაიწყო
ტერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით
პატიმრობა გუშინ შეეფარდათ. საქალაქო სასამართლო
მოტივირებულ გადაწყვეტილებას დღეს ადვოკატებს გადასცემს, რის შემდეგაც
დაცვის მხარე სააპელაციოს მიმართავს.
პროტესტის ნიშნად, ერთ-ერთმა დაკავებულმა ვლადიმერ რუხაძემ
სასამართლოს დადგენილების შემდეგ უვადო შიმშილობა დაიწყო. რუხაძის
ადვოკატის ნინო მახარაძის შეფასებით, სასამართლოს პოზიცია და
წინასწარი პატიმრობის შეფარდება იმდენად არაობიექტური ქმედებაა, რომ
მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გადაწყვიტა უვადო შიმშილობას მიმართოს, მანამ
სანამ ადეკვატურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საამართლო.
წაყენებულ ბრალს შვიდი დაკავებულიდან მხოლოდ ერთი, ბექა ბექაური
აღიარებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს საქართველოში ტერორისტული
აქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა. გამოძებით დადგენილია, რომ
დაკავებულთაგან ხუთს უშუალოდ ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებაში
ედება ბრალი .დანარჩენებს, მათ შორის საპატრულო პოლიციის მოქმედ
თანამშრომელს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და
დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები