"რუსთავი 2"-ის ადვოკატებმა საქმეზე ახალი დოკუმენტი წარადგინეს
„რუსთავი 2“-ის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში ოქრუაშვილ-ხალვაშის
შეთანხმების დოკუმენტი წარადგინეს. „ამ შეთანხმებით ირკვევა, რომ
ქიბარ ხალვაშს
არა თუ ზარალი მიუღია ფასის პროპორციულობის გამო და ის არ არის
მსხვერპლი, არამედ ის საერთოდ არც კი ფლობდა "რუსთავი 2"-ს. მას
აღიარებული აქვს ეს და შესაბამისად, შეუძლებელია მას რაიმე ზარალი
მიეღო, მითუმეტეს, საერთოდ ედავა კეთილსინდისიერებაზე და გარიგების
ბათილად ცნობაზე ფასის დისპროპორციულობის გამო“, - განაცხადა
ერთ-ერთმა ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა.
როგორც იურისტებმა აღნიშნეს, აღნიშნული დოკუმენტი საქმის მსვლელობას
მთლიანად ცვლის.
მასალის გამოყენების პირობები