პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების განხორციელების წესი დამტკიცდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახი კახიშვილის ბრძანებით,
პატიმრობის კოდექსის საფუძველზე,
"საქართველოს სახალხო დამცველის, აგრეთვე სპეციალური პრევენციული
ჯგუფის წევრის მიერ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების
განხორციელების წესი“ დამტკიცდა.
ბრძანებაში დეტალურად არის გაწერილი ფოტოგადაღების წესი და პირობები,
მათ შორის, ფოტოაპარატის შეტანისა და შემოწმების პროცედურები.
ბრძანება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ, სახალხო
დამცველთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად მომზადდა.
მასალის გამოყენების პირობები