შს მინისტრმა არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური ბრძანება გამოსცა
გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს შესაბამის უწყებებთან
ვიდეოხიდით სპეციალური თათბირი ჩაატარა. მინისტრმა თანამშრომლებს ის
ბრძანება გააცნო, რომელიც ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ
გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შემუშავდა.
ბრძანების მიხედვით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩასატარებლად შინაგან
საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური პასუხისმგებელი ჯგუფები,
რომელიც უსაფრთხოებასა და გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დროულ
რეაგირებას უზრუნველყოფენ.
ბრძანება ასევე ითვალისწინებს პოლიციელთა გადამზადებას არჩევნების
დღეს მათი უფლება-მოვალეობებისა და არჩევნებში მონაწილე პირებთან
ურთიერთობების მიმართულებით.
მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია.
მასალის გამოყენების პირობები