„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სამაუწყებლო კომპანიის გენერალური
დირექტორი და პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“
ლიდერი პროკურატურაში დღის განმავლობაში უნდა მივიდნენ.
გვარამიასა და ბურჭულაძეს მათ შორის სატელეფონო საუბრის უკანონოდ
მოპოვების ფაქტზე დაკითხავენ.
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის, პირადი საუბრის უკანონოდ
მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა
სამინისტრომ ორი დღის წინ დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები