სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უწყებები
„ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებს გადაეგზავნებათ, რომლებიც
ინტერნეტით გავრცელებულ ჩანაწერში ფიგურირებენ.
"მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც
გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში
ჩასაგდებად. მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა
და ავთენტურობის დადგენა“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები