ქვემო ფონიჭალაში, 15 წლის მამაკაცი, წინასწარი ინფორმაციით, ცივი
იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრეს. იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნენ ინციდენტში მონაწილე პირებსა და
თვითმხილველებს. არასრულწლოვნების მშობლების თქმით, პოლიციამ ისინი
დაკითხვაზე სახლებიდან წაიყვანა.
თვითმხილველების ცნობით, ინციდენტი ახალგაზრდებს შორის "ქართული
ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მხარდამჭერი კონცერტის
მსვლელობისას დაიწყო, რის შემდეგაც მათ ტერიტორია დატოვეს. შინაგან
საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდი კონცერტის პერიმეტრიდან
მოშორებით დაჭრეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ჯერჯერობით, სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.
მასალის გამოყენების პირობები